About this role
ჩვენი პროდუქტის (iOS, Android, Web და Business App-ის) განვითარებისთვის ვეძებთ პროდუქტის მენეჯერს, რომელიც რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად Talkpal-ის პროდუქტების განვითარებაზე.
შენი ძირითადი სამუშაო:
- Talkpal ის პროდუქტების (Web, iOS, Android, Business app) განვითარებაზე მუშაობა
- პროდუქტის Roadmap-ის შედგენა და პრიორიტეტიზაცია მონაცემებზე, მომხმარებლის Feedback-ზე და ბიზნესის მიზნებზე დაყრდნობით
- მონაცემების ანალიზი და კონვერსიის ოპტიმიზაცია
- A/B ტესტების დაგეგმვა, გაშვება და ანალიზი
- დიზაინის, დეველოპმენტისა და მარკეტინგის გუნდებს შორის ყოველდღიური კომუნიკაცია და კოორდინაცია
- კონკურენტების და AI ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი
- მომხმარებლის ქცევის, Reviews-ისა და Support-ის მოთხოვნების ანალიზი და პროდუქტში ასახვა
- პერფორმანსის ყოველდღიური მონიტორინგი
შენ მოგაქვს:
- ანალოგიურ პოზიციაზე 5 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება, სასურველია B2C მობილურ ან Subscription პროდუქტში;
- ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და A/B ტესტირების პრაქტიკა;
- დეველოპერებთან და დიზაინერებთან მუშაობის გამოცდილება Agile გარემოში
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის ნაწილი;
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
- მეგობრული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: დისტანციური
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
- ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc.-ის მიერ თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.