შესყიდვების მენეჯერი

JSC Bank of GeorgiaTbilisi, TbilisiOn-siteFull-timeSenior, 5–8 yearsListed 3 days ago

Apply now

About this role

სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე შესყიდვების და მხარდაჭერის სამსახურში.

ძირითადი ფუნქციები:

- საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნის იდენტიფიცირება;
- მომწოდებლების შესახებ კვლევების წარმოება და შემდეგი პარამეტრების შეფასება: საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ხარისხი და მიწოდების სისწრაფე;
- მარაგების მართვა;
- ბანკში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა და აღსრულება;
- ლოკალურ და საერთაშორისო მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სტრატეგიის შემუშავება, მართვა და მოწოდებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- სახელშეკრულებო ღირებულებების პერიოდული გადახედვა და საბაზრო ფასებთან შედარებითი ანალიზის წარმოება;
- პროდუქციის ფასების ანალიზი და მომავალ აქტივობებზე მათი გავლენის შეფასება;
- ანგარიშგებების წარმოება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ყოველკვარტალური და წლიური შესყიდვების სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ბიუჯეტირება, ხარჯების ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი.

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

- ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულების ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი;
- შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების უნარი;
- ბაზრის ტენდენციების ცოდნა და მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვა;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით!