იურისტი

Talkpal AIOn-siteFull-timeJunior, 1–2 yearsListed 2 hours ago

Apply now

About this role

ჩვენი პროდუქტის (iOS, Android, Web და Business App-ის) განვითარებისთვის ვეძებთ იურისტს, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად Talkpal-ის პროდუქტების განვითარებაზე.

შენი ძირითადი სამუშაო:

- სამართლებრივი ასპექტების ბიზნეს ჭრილში გააზრება
- ციფრული სერვისების რეგულატორული ჩარჩოების მოძიება, ანალიზი და კომპანიის შიგნით იმპლემენტირება
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებთან თავსებადობის კონტროლი
- უცხოურ კანონმდებლობებზე მუშაობა (განსაკუთრებით ევროპული და ამერიკული)
- კომპანიის სხვადასხვა გუნდების (მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნეს ურთიერთობები, მომხმარებელთან ურთიერთობები) სამართლებრივი მხარდაჭერა და მათი საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობა.
- იურიდიული მასალებისს დოკუმენტაცია
- კომპანიის ზოგადი პირობების, მზა ჩანაწერებისა და სხვა საჯარო ინფორმაციის ტექსტების საჭიროებისამებრ გადამუშავება და გაუმჯობესება

შენ მოგაქვს:

- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, საერთაშორიშო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1/C2)
- AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

- გ ახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

დამატებითი ინფორმაცია:

- ადგილმდებარეობა: Remote
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
- ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.