Express მოლარე-ოპერატორი (24 საათიანი სერვის ცენტრი) - თბილისი

JSC Bank of GeorgiaGeorgia, United StatesOn-siteFull-timeNew grad, 0–1 yearsListed 3 days ago

Apply now

About this role

საქართველოს ბანკი გეძებს შენ!

ყველაზე მსხვილი და წარმატებული კომპანია საქართველოში გთავაზობს ვაკანსიას

ექსპრეს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე,

(24 საათიანი სერვისცენტრი)

- თუ ეხლა იწყებ კარიერას
- გაინტერესებს საბანკო სფერო
- ცდილობ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას
- გსურს უცხოელებთან ურთიერთობა და უცხო ენებზე კომუნიკაცია
- და არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი შენთვის უფრო მოსახერხებელია,

მაშინ არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა!

ფუნქციები:

- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციების წარმოება: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შეტანა, გამოტანა, გადარიცხვა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
- მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;

საჭირო ცოდნა და უნარები:

- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

განათლება:

უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

სამუშაო გამოცდილება:

სასურველია მომსახურების და / ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6-თვიანი გამოცდილება;

სამუშაო გრაფიკი:

8-საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღის, საღამოს და ღამის ცვლა).

ბენეფიტები:

ტრენინგების დაწყებისთანავე ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება, ანაზღაურება ხელფასის სახით 600 ლარი.

ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანაზღაურებას ემატება დანამატი 125 ლარი, ერთვებით სამოტივაციო სისტემაში, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ გამოიმუშავოთ პრემია.

- არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, გაძლევს საშუალებას ეფექტურად გადაანაწილო დროითი რესურსი;
- აღნიშნული პოზიცია შესაძლებლობას მოგცემს, გაიზიარო აქამდე უცნობი გამოცდილება, მათ შორის: უცხოენოვან მომხმარებლებთან ურთიერთობის, მომსახურების სტანდარტებისა და საბანკო პროდუქტების შესწავლის, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაღრმავების მიმართულებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25/09/2019