About this role
საქართველოს ბანკის ფინანსური დეპარტამენტის, ფინანსური აღრიცხვისა და კონტროლის სამსახური აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
სამუშაო გამოცდილება:
- ბანკში ან სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია Exact Globe -ში მუშაობის გამოცდილება;
სასურველი ცოდნა და უნარები:
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Ms Word, Ms Excel, MS Visio) საფუძვლიანი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ACCA სერთიფიკატი (პირველი დონე);
- პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
- ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, მათემატიკური უნარები;
- დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
- სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა : 20 ნოემბერი, 2026 წელი.