About this role
ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.
სს „ საქართველოს ბანკის “ საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის წამყვანი პერსონალური ბანკირის პოზიციაზე ლილოში.
ძირითადი მოვალეობები :
· პროდუქტების გაყიდვების ზ რდ ის ხელშეწყობა :
· საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება , ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით ;
· არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება .
· სესხების მართვა ( ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია ბიზნეს სესხების დამუშავებასა და გაცემასთან );
· საკრედიტო პორტფელის მართვა ( მონიტორინგი , ვადაგადაცილებული სესხების მართვა );
· ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ( აღრიცხვა , რეპორტინგის წარმოება , გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება , მონაცემთა ბაზების განახლება );
· პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი .
· პორტფელის ზრდის ხელშეწყობა .
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
განათლება : უმაღლესი , სასურველია ბაკალავრი - ფინანსები / ეკონომიკა / საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება ;
სამუშაო გამოცდილება : ბანკირის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება , მინიმუმ ერთი წელი ;
სავალდებულო ცოდნა და უნარები :
· ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი ;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა ;
· ანალიტიკური აზროვნება ;
· სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა .
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ , შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია , ატვირთეთ რეზიუმე /CV და დააჭირეთ ღილაკს „ გამოაგზავნეთ განაცხადი “. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი, 2026.