რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტი

JSC Bank of GeorgiaTbilisi, TbilisiOn-siteFull-timeJunior, 1–2 yearsListed 2 hours ago

Apply now

About this role

საქართველოს ბანკის რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის სამსახური აცხადებს ვაკანსიას რეზერვების მოდელირებისა და ანალიზის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების შეფასება და ანალიზი;
- მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოდელების განახლება და ანალიზი;
- IFRS9 და ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სცენარული ანალიზი, რეზერვებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად;
- დარეზერვებაში გამოყენებული მონაცემების ხარისხის მუდმივი კონტროლი;
- საკრედიტო რისკის მიმართულებებთან კოორდინაცია კლიენტების ვალდებულებების IFRS კლასიფიკაციისთვის;
- სხვადასხვა დაკავშირებულ მხარესთან რეპორტინგი და რეზერვების ადეკვატურობის დასაბუთება.

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება, ეკონომიკის/ფინანსების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია მონაცემთა დამუშავების, რეპორტინგის ან/და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- MS Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

- ლოგიკური, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 25 ოქტომბრამდე.