SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსი

JSC Bank of GeorgiaTbilisi, TbilisiOn-siteFull-timeNew grad, 0–1 yearsListed 10 hours ago

Apply now

About this role

საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში, ვეძებთ SME პორტფელური რისკების ანალიტიკოსს.

ძირითადი ფუნქციები:

- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლებისა და ტენდენციების ანალიზი;
- საკრედიტო პოლიტიკების, წესებისა და სკორინგული მოდელების გავლენის შეფასება პროდუქტის შედეგებზე;
- პროდუქტების ეფექტიანობის შეფასება დამტკიცების მაჩვენებლის, დეფოლტის სიხშირის, რისკის ღირებულებისა და სხვა ძირითადი ინდიკატორების საფუძველზე;
- ანალიტიკური დასკვნების მომზადება და შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის;
- ავტომატიზებული დაკრედიტების პროდუქტებისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემების განვითარებაში მონაწილეობა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის, სტატისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონათესავე მიმართულებით;

მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, საბანკო საქმიანობის, საკრედიტო რისკების ან ბიზნესანალიზის მიმართულებით;

საკრედიტო პორტფელის ხარისხის მაჩვენებლების საბაზისო ცოდნა

- SQL-ისა და Excel-ის კარგი ცოდნა (სავალდებულო) ;
- Power BI-სთან ან სხვა BI ინსტრუმენტებთან, Python-თან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- DWH / Data Mart კონცეფციების ცოდნა სასურველია;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე მკაფიოდ და ლაკონურად წერის უნარი;

უპირატესობად ჩაითვლება: საკრედიტო პროდუქტების, სკორინგული მოდელებისა და ავტომატიზებული დაკრედიტების პროცესების ცოდნა; პროდუქტის განვითარებაში, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა ან ტექნოლოგიური ცვლილებების დანერგვაში მონაწილეობა; Git-ის ცოდნა.

ცოდნა და უნარები:

- მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის ეფექტიანი გადმოცემის (data storytelling) უნარი: რთული ანალიტიკური მიგნებების მკაფიოდ და დამაჯერებლად წარდგენა როგორც ტექნიკური, ისე არატექნიკური აუდიტორიისთვის;
- ბიზნესპროცესების ანალიზისა და გააზრების უნარი და ბიზნესკონტექსტის საკრედიტო რისკისა და პროდუქტის მოთხოვნებად გარდაქმნა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია;
- გუნდური მუშაობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; რამდენიმე ამოცანისა და პრიორიტეტის პარალელურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი.

გამოხმაურებას ველოდებით 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.