About this role
საქართველოს ბანკის ორგანიზაციული რისკების მართვის დეპარტამენტში ვეძებთ მონაცემთა ანალიტიკოსს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, მონაცემთა შეგროვება და ინტერპრეტაცია;
- მონაცემებიდან მნიშვნელოვანი მიგნებების გაკეთება სხვადასხვა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად;
- სხვადასხვა ანალიტიკური გადაწყვეტების ეფექტურობის ანალიზი;
- მონაცემთა ანალიტიკის პროცესების ავტომატიზაციაზე მუშაობა;
- არსებული რეპორტების ვიზუალიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- საბანკო რისკების ჭრილში პერიოდული და ad-hoc რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკისა ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
- დიდ მონაცემთა ბაზებზე/მონაცემთა დამუშავების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- რეპორტების/პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზის ენების ცოდნა: SQL, PL/SQL, (სასურველია Python);
- MS Office, განსაკუთრებით Excel-ისა და Power Point-ის საფუძვლიანი ცოდნა;
- Pandas ბიბლიოთეკის გამოყენებით მონაცემებზე მანიპულაციის უნარი.
საჭირო უნარები:
- მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გამოხმაურებას ველით 2026 წლის 15 ოქტომბრამდე.