About this role
სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დამწყები მძღოლის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
- საკანცელარიო, სამეურნეო საქონლით და კომპიუტერული ტექნიკით მომარაგების შესახებ შემოსული მოთხოვნების დროული შესრულება;
- ბანკის ოფისებში კომუნალური და სამეურნეო კუთხით წარმოქმნილი პრობლემების დროული მოგვარება;
- ბანკის ოფისებში დაგროვილი საარქივო მასალების გადატანა ცენტრალურ არქივში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;
- საოფისე ინვენტარის გადაადგილება;
- ოფისის განლაგების მოწყობა;
- ბანკის ოფისებში არსებული საჭირო დოკუმენტაციისა და შეტყობინებების მიტანა კანცელარიაში და პირიქით, კანცელარიიდან დოკუმენტაციის ბანკის ოფისებისთვის მიწოდება;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურობა;
- მოქნილობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 2026.