თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი

JSC Bank of GeorgiaTbilisi, TbilisiOn-siteFull-timeJunior, 1–2 yearsListed 1 day ago

Apply now

About this role

საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი -ს პოზიციაზე.

რას გააკეთებს თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსი:

- თვითდასაქმებული კლიენტის შემოსავლის დადგენა, ვალიდაცია;
- კლიენტის საქმიანობის ანალიზი და დადასტურება
- მიკრო საკრედიტო ექსპერტის მიერ შევსებული განაცხადების ანალიზი და ვალიდაცია , ხარისხის კონტროლი
- პორტფელის ხარისხის კონტროლი;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და ინიცირება შესაბამის სამსახურებთან;
- საკვლევი საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა;

თვითდასაქმებულების ვალიდაციების ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია:

· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

· ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;

· გუნდური მუშაობის უნარი;

· ანალიტიკური აზროვნების უნარი;

· დეტალებზე ორიენტირებულობა;

· დიდი მოცულობითი ინფორმაციის დამუშავების უნარი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;

· სამუშაო გამოცდილება : დაკრედიტების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ასევე აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ადგილი: თბილისი

შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 ოქტომბერი, 2026.