კონტაქტ ცენტრის ოპერატორი

BetliveTbilisi, TbilisiOn-siteFull-timeMid level, 2–5 yearsListed 1 day ago

Apply now

About this role

ინოვაციური გასართობი ონლაინ თამაშების კომპანია betlive ეძებს ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებს სერვის-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარებიან. თუკი მომსახურების ინდუსტრიაში უკვე გარკვეულ გამოცდილებას ფლობ ან აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, betlive შენს მისაღებად მზადაა!

რას გააკეთებ?

- უპასუხებ შემოსულ ზარებს: შენ იქნები betlive-ის ხმა და მომხმარებლის გზათმკვლევი!
- დაეხმარები მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
- იქნები ამომწურავი ინფორმაციის მომწოდებელი;

რა უნარები უნდა ჰქონდეს კანდიდატს?

- განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- გამოცდილება: გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციის უნარი: ჩვენი ძლიერი მხარეა მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის თავისუფლად და გამართულად გაზიარება;
- გუნდური მოთამაშე: betlive-ის დინამიურ გუნდში კომუნიკაბელურობასა და გუნდური მუშაობის უნარს განსაკუთრებით ვაფასებთ;

სამუშაო პირობები:

- კვირაში 2-4 სამუშაო დღე (თვეში 14-16 სამუშაო დღე);
- დღისა და ღამის ცვლები;
- ანაზღაურება: 1200 ლარი + 30%-მდე ბონუსი!
- მდებარეობა: თბილისი

დამატებითი შეთავაზებები/უპირატესობები:

- პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსი;
- უფასო კვება;
- პარკინგი;
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

თუკი ამ ვაკანსიით დაინტერესდი და მზად ხარ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდე, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.  ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!