პორტფელური რისკების ანალიტიკოსი

JSC Bank of GeorgiaTbilisi, TbilisiOn-siteFull-timeNew grad, 0–1 yearsListed 8 hours ago

Apply now

About this role

„საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას პორტფელური რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე საცალო რისკების მიმართულებაში

ძირითადი ფუნქციები:

- საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი, ადრეული რისკის ინდიკატორების გამოვლენა- ანალიზი, რისკის პარამეტრების დაგეგმვა და სტრატეგიის განსაზღვრა;
- საცალო პორტფელის მოსალოდნელი ზარალის და უკუგების შეფასება და რისკიანობაზე დაფუძნებული ფასდადება;
- სასესხო პორტფელის სტრეს ტესტების და სცენარების ანალიზი;
- პორტფელში არსებული პროდუქტების რისკის ML მოდელების განვითარებაში მონაწილეობა და შემდგომი მონიტორინგი;
- რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება:

- საკრედიტო რისკების, ანალიტიკის ან რეპორტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- PL/SQL-თან და Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

- სტატისტიკური ანალიზის უნარი;
- რეპორტების/ პრეზენტაციების მომზადების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
- ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს„გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 ნოემბერი, 2026 წელი.