About this role
სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური SOLO მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
- არსებულ და პოტენციურ სოლოს მომხმარებლებთან აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია საბანკო პროდუქტების შეთავაზების, კონსულტაციის და გაყიდვის მიზნით;
- მომხმარებლის საჭიროებების და მიზნების შესაბამისი პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება ან/და გაყიდვა დისტანციური არხებით;
- საკრედიტო პროდუქტების განაცხადების შევსება და დამუშავება;
საანაბრე პროდუქტების რეგისტრაცია.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: სასურველია უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების/მომსახურების/საინფორმაციო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- უცხო ენები;
- კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 23 ივნისი, 2023.